ლიკვიდაციის პროცესი

საქართველოს ეროვნული ბანკის  ვიცე-პრეზიდენტის 2020 წლის 15 იანვრის N26 განკარგულებით დაიწყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპსსიტი კრედიტი“- ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319). გთხოვთ იხილოთ ლიკვიდატორის განცხადება.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი არ ათავისუფლებს მსესხებლებს აღებული ვალდებულების შესრულებისგან და მსესხებლების ვალდებულებები კომპანიის მიმართ რჩება უცვლელი. სესხის დაფარვა უნდა მოხდეს წინასწარ განსაზღვრული პირობების და ვადების (გადახდის გრაფიკის) შესაბამისად. მსესხებლის მხრიდან სასესხო ვალდებულების დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში კომპანია გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებებს სასესხო დავალიანების ამოსაღებად.

"სიტი კრედიტი" მომხმარებელს სთავაზობს სამომხმარებლო, იპოთეკურ, ავტო და ბიზნეს სესხებს. სესხები გაიცემა როგორც არსებული ბიზნესის გაფართოებისათვის, ასევე ახალი საქმიანობის დასაწყებად. სესხის ვალუტაა ლარი, ხოლო უზრუნველყოფა უძრავი ქონება ან ავტომობილი.

სესხის დაფარვა ხორციელდება ყოველთვიური თანაბარი გადახდებით, კლებადი საპროცენტო სარგებლის პრინციპის საფუძველზე. ყოველთვიური გადასახადი მოიცავს სესხის ძირითადი თანხის ნაწილსა და საპროცენტო სარგებელს. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია სესხის დაფარვის გრაფიკის შედგენა კლიენტის მიერ მოთხოვნილი საშეღავათო პერიოდის გათვალისწინებით.

Copyright © 2023 - CITY CREDIT Created By: Pro-Service